„არტ-გენზე“ დასწრების მსურველებს მერია უფასო ავტობუსებით მოემსახურება
„არტ-გენზე“ დასწრების მსურველებს მერია უფასო ავტობუსებით მოემსახურება

მუსიკალურ ფესტივალზე „არტ-გენი“ დასწრების მსურველებისთვის, 7-დან 14 ივლისის ჩათვლით, თბილისის მერია უფასო ავტობუსებს გამოყოფს.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ავტობუსები 14:00 საათიდან 03:00 საათამდე კუს ტბის გადასახვევიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე 15 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ.