ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი Art-გენს მასპინძლობს

20:00, 27.06.2018

ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი Art-გენს მასპინძლობს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშში მდებარე სახლ-მუზეუმის ეზოში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.

პარალელურად, იმართება ფოლკლორული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მერეთის რეგიონის სხვადასხვა რაიონში არსებული მუსიკალური ანსამბლები იღებენ.

რამდენიმე წუთში კი ჯგუფ “რეგიონის” კონცერტი დაიწყება.

ფესტივალი ერთდღიანია.

მსგავსი