ლონდონის „არსენალის“ ყოფილი დამრიგებელი არსენ ვენგერი გაკვირვებულია იმით, თუ როგორ იყენებს ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი „მანჩესტერ სიტის“ მარჯვენა მცველ კაილი უოკერს.
„უოკერი არ არის ტრადიციული მცველი. ის არის ფეხბურთელი, რომელიც კარგად ერთვება შეტევებში. შესაბამისად, მისი გამოყენება გაცილებით ეფექტურად შეიძლება, ვიდრე ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ეს ჩემი პირადი აზრია, დანარჩენი საუთგეიტის საქმეა“, – აღნიშნა ვენგერმა.
მიუხედავად იმისა, რომ უოკერი „მანჩესტერ სიტიში“ მარჯვენა მცველია, მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებში მას ცენტრალურ მცველად უწევს თამაში.