ფიფა ოფსაიდის წესებს ცვლის - რეფორმამ უნდა აამაღლოს თამაშის სანახაობრივი მხარე #1TVSPORT
ფიფა ოფსაიდის წესებს ცვლის - რეფორმამ უნდა აამაღლოს თამაშის სანახაობრივი მხარე #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) ცვლილებებს შეიტანს ოფსაიდის წესში. ახალი ფორმულირების მიხედვით, მოთამაშე „თამაშგარე“ მდგომარეობაში მოხვდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მთლიანი სხეული იქნება მეტოქის კართან ახლოს, ვიდრე ბოლო მცველი. დღეისთვის მოქმედი წესის მიხედვით, მოთამაშე ოფსაიდში იმყოფება, თუ მისი სხეულის ნებისმიერი ნაწილი, ხელის გარდა, უფრო ახლოს არის მეტოქის კართან, ვიდრე ბოლო მცველი.

მაგალითად, ამ სიტუაციაში თამაშგარე არ დაფიქსირდება.

წესის შეცვლა მიმართულია იქითკენ, რომ აღარ არსებობდეს ოფსაიდის დაფიქსირებისას გაურკვევლობა, შემტევ გუნდს ჰქონდეს უპირატესობა და უზრუნველყოფილი იყოს უფრო დინამიკური და სანახაობრივი თამაში გულშემატკივრებისთვის.

DirecTV Sports-ის ინფორმაციით, ფიფა თავიდან ახალ წესს შვედეთში გამოცდის – 21-წლამდელთა ეროვნულ ლიგაში. შემდეგ ახალ წესს ეტაპობრივად დანერგავენ იტალიასა და ნიდერლანდებში, ხოლო ფიფა-ს კომისია შეაფასებს ექსპერიმენტის შედეგებს.

აღნიშნავენ, რომ რეფორმის ინიციატორი იყო „არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი. მან თავისი პროექტი ფიფა-ს პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს 2021 წლის მარტში წარუდგინა.