კატარი 2022 | ფიფა 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების სამ ფორმატს განიხილავს #1TVSPORT
კატარი 2022 | ფიფა 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების სამ ფორმატს განიხილავს #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ჩატარების სამ ფორმატს განიხილავს. ოთხი წლის შემდეგ მსოფლიო პირველობაზე 48 გუნდი ითამაშებს.

ფიფა-ს გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის განიხილება სამი ვარიანტი:

  1. 16 ჯგუფი თითოში სამი გუნდით. პლეი ოფში თითო ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გავა.
  2. 12 ჯგუფი თითოში ოთხი გუნდით. პლეი ოფში თითო ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გავა, აგრეთვე, რვა საუკეთესო მესამეადგილოსანი.
  3. 48 მონაწილე ორ ნახევრად დაიყოფა. თითოეულში იქნება ექვსი ჯგუფი ოთხ-ოთხი გუნდით. ფინალში თავიანთი ნახევრების გამარჯვებულები შეხვდებიან.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი სამ ქვეყანაში გაიმართება – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში. მატჩები 16 ქალაქში ჩატარდება.