კატარი 2022 | ფიფა 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების სამ ფორმატს განიხილავს #1TVSPORT
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ჩატარების სამ ფორმატს განიხილავს. ოთხი წლის შემდეგ მსოფლიო პირველობაზე 48 გუნდი ითამაშებს.
ფიფა-ს გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის განიხილება სამი ვარიანტი:
- 16 ჯგუფი თითოში სამი გუნდით. პლეი ოფში თითო ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გავა.
- 12 ჯგუფი თითოში ოთხი გუნდით. პლეი ოფში თითო ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გავა, აგრეთვე, რვა საუკეთესო მესამეადგილოსანი.
- 48 მონაწილე ორ ნახევრად დაიყოფა. თითოეულში იქნება ექვსი ჯგუფი ოთხ-ოთხი გუნდით. ფინალში თავიანთი ნახევრების გამარჯვებულები შეხვდებიან.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი სამ ქვეყანაში გაიმართება – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში. მატჩები 16 ქალაქში ჩატარდება.