ევრო 2023 | ხვალ საუთგეიტი ბათუმში ისევ გვესტუმრება, ინგლისის 21-წლამდელთა მწვრთნელს კი  ახალი კონტრაქტი შესათავაზეს, მას ირლანდიის ნაკრებშიც იწვევენ #1TVSPORT
ევრო 2023 | ხვალ საუთგეიტი ბათუმში ისევ გვესტუმრება, ინგლისის 21-წლამდელთა მწვრთნელს კი  ახალი კონტრაქტი შესათავაზეს, მას ირლანდიის ნაკრებშიც იწვევენ #1TVSPORT

ხვალ ბათუმში ევრო 2023-ის ფინალი გამართება. ტიტულისთვის ერთმანეთს ინგლისისა და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. Daily Mail-ის ცნობით, 21-წლამდელთა დამრიგებელს, ლი კარსლის კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს, საქართველოში კი ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გარეთ საუთგეიტს ელიან.

„საქართველოში მიმდინარე ტურნირზე, როდესაც ინგლისის 21-წლამდელები ევრო 2023-ის ფინალში გავიდნენ, ლი კარსლიმ თავისი მომავალი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სპორტულ დირექტორთან, ჯონ მაკდერმოტთან და აღმასრულებელ დირექტორთან, მარკ ბულინჰემთან ბათუმში განიხილა და მას ახალი კონტრაქტი შესთავაზეს. ეს ესპანეთთან ხვალინდელი ფინალის შემდეგ მოხდება.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელთა თქმით, კარსლიმ შთაბეჭდილება მოახდინა შედეგებით – მან 21-წლამდელთა გუნდი ფინალში 14-წლიანი პაუზის შემდეგ გაიყვანა. ინგლისელები ჩქარობენ წარმატებული სპეციალისტის შენარჩუნებას, რადგან ლი კარსლი ირლანდიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატიც გახდა. 49 წლის მწვრთნელს ასევე სურს საკლუბო დონეზე მუშაობა, რის გამოც ის ჯერ კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს.

კარსლიმ თავი დაიმკვიდრა, როგორც პატივცემულმა ფიგურამ. მისმა შესანიშნავმა მუშაობამ დააფიქრა ირლანდიის ფეხბურთის ასოციაცია და მწვრთნელთა სამკაციან სიაში დაასახელეს. საინტერესოა, რომ გარეთ საუთგეიტს კონტრაქტი 18 თვეში ეწურება და შესაძლოა, ლი კარსლი ინგლისის მწვრთნელის პოტენციურ შემცვლელადაც განიხილებოდეს.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას სურს, რომ დანიშნოს ადგილობრივი მენეჯერი ან ვითარებაში გარკვეული სპეციალისტი. ეს პირობები კარსლის მიმზიდველ კანდიდატად აქცევს. ასოციაციაში ფიქრობენ, რომ კარსლი საუთგეიტის სრულყოფილი შემცვლელი იქნება.

კარსლი და საუთგეიტი ინარჩუნებენ მჭიდრო ურთიერთობას. ეს უკანასკნელი საქართველოში ინგლისის 21-წლამდელთა ჯგუფური ეტაპის რამდენიმე მატჩს დაესწრო. სავარაუდოდ, საუთგეიტი ხვალ ესპანეთთან ფინალის საყურებლადაც გაფრინდება“, – ამტკიცებს გამოცემა Daily Mail-ი.