ვენგერისა და ფერგიუსონის მეტოქეობა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მთავარ კონფლიქტად აღიარეს #1TVSPORT
ვენგერისა და ფერგიუსონის მეტოქეობა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მთავარ კონფლიქტად აღიარეს #1TVSPORT

ინგლისურმა ჟურნალმა FourFourTwo-მ შეადგინა მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი კონფლიქტების რეიტინგი.

სიაში შესულია 50 კონფლიქტური სიტუაცია, TOP 10 კი ასე გამოიყურება:

  1. არსენ ვენგერი და ალექს ფერგიუსონი – „არსენალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის კონკურენცია და პრესაში დაპირისპირება;
  2. ზინედინ ზიდანი და მარკო მატერაცი – კონფლიქტი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში;
  3. მაქსი ლოპესი და მაურო იკარდი – კონფლიქტი ვანდა ნარას გამო;
  4. როი კინი და მიკ მაკარტი – მწვრთნელის მისამართით ფეხბურთელის კრიტიკა მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის დროს;
  5. ნიკოლა ანელკა და რაიმონ დომენეკი – მწვრთნელის მისამართით ფეხბურთელის კრიტიკა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის დროს;
  6. ლოთარ მათეუსი და შტეფან ეფენბერგი – ურთიერთკრიტიკის გამო;
  7. როი კინი და პატრიკ ვიეირა – მოედნის ცენტრში კონკურენცია;
  8. „ნიუკასლის“ ფანები და მაიკ ეშლი – კლუბის არაეფექტური მმართველობა;
  9. არსენ ვენგერი და ჟოზე მოურინიო – პორტუგალიელი სპეციალისტის „ჩელსიში“ მუშაობისას პრესაში დაპირისპირება;
  10. ქარიმ ბენზემა და დიდიე დეშამი – მატიო ვალბუენას შანტაჟის საქმის გამო ფორვარდის ნაკრებში არგამოძახება.