ვენგერისა და ფერგიუსონის მეტოქეობა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მთავარ კონფლიქტად აღიარეს #1TVSPORT
ინგლისურმა ჟურნალმა FourFourTwo-მ შეადგინა მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი კონფლიქტების რეიტინგი.
სიაში შესულია 50 კონფლიქტური სიტუაცია, TOP 10 კი ასე გამოიყურება:
- არსენ ვენგერი და ალექს ფერგიუსონი – „არსენალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის კონკურენცია და პრესაში დაპირისპირება;
- ზინედინ ზიდანი და მარკო მატერაცი – კონფლიქტი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში;
- მაქსი ლოპესი და მაურო იკარდი – კონფლიქტი ვანდა ნარას გამო;
- როი კინი და მიკ მაკარტი – მწვრთნელის მისამართით ფეხბურთელის კრიტიკა მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის დროს;
- ნიკოლა ანელკა და რაიმონ დომენეკი – მწვრთნელის მისამართით ფეხბურთელის კრიტიკა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის დროს;
- ლოთარ მათეუსი და შტეფან ეფენბერგი – ურთიერთკრიტიკის გამო;
- როი კინი და პატრიკ ვიეირა – მოედნის ცენტრში კონკურენცია;
- „ნიუკასლის“ ფანები და მაიკ ეშლი – კლუბის არაეფექტური მმართველობა;
- არსენ ვენგერი და ჟოზე მოურინიო – პორტუგალიელი სპეციალისტის „ჩელსიში“ მუშაობისას პრესაში დაპირისპირება;
- ქარიმ ბენზემა და დიდიე დეშამი – მატიო ვალბუენას შანტაჟის საქმის გამო ფორვარდის ნაკრებში არგამოძახება.