არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი 25 იანვარს გაგრძელდება
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი 25 იანვარს გაგრძელდება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ახალი მტკიცებულება წარადგინა. საუბარია ექსპერტიზაზე, რომელიც ნივთიერ მტკიცებულებებს ჩაუტარდა.

დღევანდელ პროცესზე შესავალი სიტყვის წარმოთქმა ვერ მოესწრო.

„ბრალდებამ წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულებები. სასამართლომ კანონიერად მიიჩნია ეს მტკიცებულება. ასევე სასამართლომ განიხილა აღკვეთის ღონისძიების შეფარდება. მომდევნო სხდომაზე შესავალ სიტყვას წარმოვთქვამთ.

სასამართლოს წინაშე წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ცალსახად ვადასტურებ, რომ დანაშაულებრივი ქმედება, რომელსაც ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა, სწორედ დაკავებულებმა ჩაიდინეს”,- განაცხადა საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

სასამართლო სხდომა აღნიშნულ საქმეზე 25 იანვარს ჩაინიშნა.