არასრულწლოვნების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - საქმეში არსებობს ნეიტრალური მოწმე, რომელიც განსხვავებულ ჩვენებას იძლევა
არასრულწლოვნების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - საქმეში არსებობს ნეიტრალური მოწმე, რომელიც განსხვავებულ ჩვენებას იძლევა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ინგა შარაშენიძე პირველ არხთან პირველად საუბრობს, რომ საქმეში არსებობს ნეიტრალური მოწმე, რომელიც მოზარდებისგან განსხვავებულ ჩვენებას იძლევა.

ინგა შარაშენიძე ამტკიცებს, რომ აღნიშნული მოწმე აღწერს პირს, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჰგავს.

„პროკურატურამ არ გაიზიარა ჩვენებების ის ნაწილი, რომელიც უფრო რეალური იყო, ვიდრე ბრალდების მიერ წარმოდგენილი ჩვენებები. გამოძიების მიერ დაკითხულია თვითმხილველი. მოწმე რეალურად აღწერს სრულ სურათს, თუ რა მოხდა ინციდენტის დროს. ის აღწერს პიროვნებებსაც, ვინ რა დაზიანებები მიაყენა გარდაცვლილებს. აღწერილობა იმდენად ნათელია, თვალნათელია, თუ ვინ მიაყენა გარდაცვლილებს დაზიანებები. აღწერილ პირებს შორის არ არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. ერთ-ერთ ბრალდებულ აღწერს, თუ როგორი ფორმის იყო – ძალიან მაღალი, თმაზე კიკინა და ა.შ“, – აცხადებს ადვოკატი ინგა შარაშენიძე. 

სახელმწიფო ბრალდება კი აცხადებს, რომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებით, მათ შორის ათეულობით ჩვენებით დგინდება, რომ ორი დაკავებული არასრულწლოვნის მოქმედებები და წარდგენილი ბრალი უტყუარად არის დადასტურებული.

ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1-ლი დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე „მოამბის“ სიუჟეტი იხილეთ ბმულზე.