არასრულწლოვნების მკვლელობაში ბრალდებულის დედა - მინდა, ჩემი შვილი დაისაჯოს მხოლოდ იმისთვის, რაც ჩაიდინა
არასრულწლოვნების მკვლელობაში ბრალდებულის დედა - მინდა, ჩემი შვილი დაისაჯოს მხოლოდ იმისთვის, რაც ჩაიდინა

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მოზარდის დედის განცხადებით, საქმეზე გამოძიება სრულყოფილად არ ჩატარდა. დაკავებულის დედა პირველ არხთან ექსკლუზიურად საუბრობს და ამბობს, რომ საქმეში ბევრი კითხვაა.

„ჩვენი ერთადერთი სურვილია, რომ სიმართლე გავარკვიოთ. მინდა, ჩემი შვილი დაისაჯოს იმისთვის, რაც ჩაიდინა, მხოლოდ ამაზე მინდა, რომ აგოს პასუხი. არჩადენილ დანაშაულზე სრულწლოვნისთვისაც, მით უმეტეს არასრულწლოვნისთვის ძალიან ცუდია. არ მინდა ასე იყოს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ადვოკატების. გამოძიების მიმდინარეობს ვერ შევაფასებ სრულყოფილად. არ არის ბევრი რამე გამოძიებული ისე, როგორც უნდა იყოს“, – აცხადებს დაკავებული არასრულწლოვნის დედა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში. 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. დაიკითხნენ დაზარალებულები, რომლებსაც, სასამართლოს გადაწყვეტილებით, უფლება აქვთ, რომ საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე სხდომებს დაესწრონ.

რაც შეეხება დაზარალებულის, ზაზა სარალიძის პოზიციას, პირველ არხთან საუბარში ის განმარტავს, რომ საგამოძიებო უწყების ინფორმაციას ენდობა.

ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1-ლი დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე „მოამბის“ სიუჟეტი იხილეთ ბმულზე.