მოსამართლის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის განხილვას გარდაცვლილთა მშობლები დაესწრებიან
მოსამართლის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის განხილვას გარდაცვლილთა მშობლები დაესწრებიან

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ორი მოწმე დაიკითხა. საქალაქო სასამართლოში დაზარალებულები – გარდაცვლილი მოზარდების მშობლები დაიკითხნენ.

მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომლის მიხედვით, საქმის არსებით განხილვას დაზარალებულები დაესწრებიან.

„დაიკითხა ორი პირი, რომლებმაც გარკვეულ დეტალებზე ისაუბრეს. შინაარსობრივ მხარეს ვერ მოგახსენებთ. იყო დაყენებული შუამდგომლობა, რომ დაზარალებულები დასწრებოდნენ პროცესებს. დაიკითხნენ გარდაცვლილის მშობლები – რა ვითარებაში შეიტყვეს მომხდარი, ვისგან შეიტყვეს“, – განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

შემდეგ სასამართლო სხდომაზე, რომელიც 9 თებერვალს, 10:00 საათზეა ჩანიშნული, სხვა მოწმეების დაკითხვა დაიწყება.

ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1-ლი დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.