არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმეში, შესაძლოა, ახალი გარემოებები გამოიკვეთოს.

მოამბესთან პირველ კომენტარს აკეთებს ადვოკატი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ინტერესებს იცავს.

კამერის წინ პირველად ჩნდება ერთ-ერთი ბრალდებულის დედაც. შემზარავი დანაშაულის საქმეზე ამ დროისთვის სულ ხუთი ადამიანია დაკავებული, მათ შორის ორ არასრულწლოვანს ბრალად ჯგუფური მკვლელობა აქვს წარდგენილი, დაარჩენებს კი გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება. თუმცა, ბრალდებულ პირთა სია, შესაძლოა, გაიზარდოს.

დაცვის და ბრალდების მხარეებს შორის დავის საგანია ჩხუბის დროს გამოყენებული ცივი იარაღის რაოდენობაც. მოამბემ რეზონანსული საქმიდან ერთ-ერთი დაკითხვის ოქმიც მოიპოვა, რომელიც მომხდარი სისხლიანი გარჩევის გარშემო დამატებით კითხვებს აჩენს.