აქციის მონაწილეების თქმით, პანკისის ხეობაში ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირების შედეგად, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცონო სამსახურის ერთი ბრიგადაა მობილიზებული.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები არ აძლევენ საშუალებას აქციის მონაწილეებს, მივიდნენ მძიმე ტექნიკამდე, რომელიც ჰესის მშენებლობისთვისაა ადგილზე მობილიზებული.
„დაციხოცებით და ჰესს არ ავაშენებინებთ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის ხელის შეშლა სცადა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.