ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ 
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ 

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ პირებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ამასთან, ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს შეფარდებას.

სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე პროკურატურას ჰქონდა. ეს შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ საქმის მასალები შეიცავდა ისეთ ინფორმაციას, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლო სხდომა უნდა დაეხურათ.

პანკისის ხეობაში ტერორიზმის ბრალდებით ხუთი პირი ორი დღის წინ დააკავეს. გუშინ კი გასაჯაროვდა მასალა, სადაც ჩანს, რომ დაკავებულები ტერორისტული სიმბოლიკით გადაადგილდებოდნენ და სატელეფონო საუბრებში დანაშაულებრივ გეგმებზე საუბრობდნენ.