პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად ხუთი პირი დააკავეს
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად ხუთი პირი დააკავეს

პანკისის ხეობის ორ სოფელში, დუისსა და ქორეთში სპეცოპერაციის შედეგად ხუთი პირი დააკავეს. სოფელ ქორეთში სამი, ხოლო სოფელ დუისში ორი პირია დაკავებული.

როგორც დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, სახლში ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ, მხოლოდ დაკავებულების მობილური ტელეფონები წაიღეს.

წინასწრი ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს.

სპეცოპერაციის ჩატარებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

დატოვე კომენტარი