მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
სამების საკათედრო ტაძრიდან, სადაც დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, ანზორ ერქომაიშვილი საზოგადოებამ ტაშით გააცილა.
ანზორ ერქომაიშვილი, 80 წლის ასაკში, 31 მარტს გარდაიცვალა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული.