ოზურგეთში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა
ოზურგეთში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა

ოზურგეთში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შენობასთან ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა.

მემორიალური დაფა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანზორ ერქომაიშვილის მეუღლესთან, ლალი სეთურიძესთან ერთად გახსნა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული კულტურის განვითარებაში ანზორ ერქომაიშვილის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა.

მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებლი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში, 31 მარტს გარდაიცვალა. ექომაიშვილი 3 აპრილს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.