თეა წულუკიანი - ფასდაუდებელია ანზორ ერქომაიშვილის მიერ ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილი, ძალა მოგვცემოდეს მის დანატოვარზე ღირსეულად ზრუნვისთვის
თეა წულუკიანი - ფასდაუდებელია ანზორ ერქომაიშვილის მიერ ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილი, ძალა მოგვცემოდეს მის დანატოვარზე ღირსეულად ზრუნვისთვის

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.

„ფასდაუდებელია ბატონი ანზორ ერქომაიშვილის მიერ ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილი.

ძალა მოგვცემოდეს მის დანატოვარზე ღირსეულად ზრუნვისათვის. ვუსამძიმრებ ანზორ ერქომაიშვილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და მის მიერ აღზრდილ სხვადასხვა თაობის შესანიშნავ ადამიანებს, რომლებიც დღეს გლოვაში არიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.