ანზორ ერქომაიშვილი სამების ტაძრიდან ტაშით გააცილეს [ვიდეო]

სამების საკათედრო ტაძრიდან მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი საზოგადოებამ ტაშით გააცილა.

ანზორ ერქომაიშვილი, 80 წლის ასაკში, 31 მარტს გარდაიცვალა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული.

ანზორ ერქომაიშვილს დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.