ანი მამულაშვილის დასახმარებლად – #ჩვენიანისთვის კვირას, 22 ივლისს Cielo-ში (გორგასლის 3/5) კონცერტი გაიმართება.
ბილეთის სიმბოლური ფასი 10 ლარია. კონცერტის ბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხა სრულად გადაირიცხება ანის ანგარიშზე.
ანი მამულაშვილს ხუთი წლის წინ უმძიმესი დიაგნოზი – მელანომა დაუდგინეს. 2013 წლიდან ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. თურქეთში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ღვიძლსა და საშვილოსნოზე მას მეტასტაზური კერები გაუჩნდა. დაენიშნა (Target თერაპია) ტაბლეტური მკურნალობა, რისთვისაც ოჯახს საჭირო თანხა ამოეწურა. მკურნალობა 350 000 ლარი ჯდება.
ანი მამულაშვილის დახმარების მსურველებისთვის ვაქვეყნებთ საბანკო რეკვიზიტებს:
თიბისი ბანკი
ანგარიში: GE73TB7192345063300002
საქართველოს ბანკი
ანგარიში: GE31BG0000000101246233
სწრაფი გადახდის აპარატებიდან: პირადი ნომერი – 01009018536
დაბადების თარიღი – 15.01.1986
მიმღები – ანა მამულაშვილი
#ჩვენიანისთვის