12 წლის კატო სიხარულიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
12 წლის კატო სიხარულიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

12 წლის კატო სიხარულიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

კატომ წელიწად-ნახევრის წინ მუხლის ტრავმა მიიღო. დაუზიანდა მენისკი და გაუწყდა წინა და უკანა ჯვარედინი იოგები. ერთი ოპერაცია საქართველოში ჩაუტარდა, თუმცა არ აღმოჩნდა ეფექტური. მოზარდს მუხლი პერიოდულად უვარდება და მოძრაობა უჭირს, მუდმივად იღებს ახალ-ახალ ტრავმებს. მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.

კატოს ამჟამად ორი ოპერაცია სჭირდება, რომელიც ასაკის გამო საქართველოში არ კეთდება და ამიტომ მას საზღვარგარეთ უწევს სამედიცინო დახმარების მისაღებად წასვლა. იმისათვის, რომ შეუქცევადი მძიმე დაზიანება თავიდან აიცილოს და კატომ ოპერაცია დროულად ჩაიტაროს, 16 000 ევროა საჭირო. ექვსშვილიანი ოჯახისთვის კი ამ თანხის სწრაფად მოგროვება რთულია. თითოეული ლარიც მნიშვნელოვანია.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ, თანხა ჩარიცხონ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:

„თიბისი ბანკი“: GE16TB7786045064300028

„საქართველოს ბანკი“: GE15BG0000000536599399

მიმღები: ნინო გოგუაძე

PayPal: [email protected]