ანგელა მერკელი აცხადებს, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანია
რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების მომავალი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მხარისთვის და საერთო უსაფრთხოებისთვის,- ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბრიუსელში, ნატო-ს სამიტზე გააკეთა.
„რა თქმა უნდა, განვიხილეთ ეს საკითხი. ვფიქრობ, პუტინ-ტრამპის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ის ფაქტი, რომ ამერიკა და რუსეთი მხარს უჭერენ დიალოგს, ჩვენთვის ყველასთვის კარგია“,-განაცხადა ანგელა მერკელმა.
გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს სამიტის ყველა მონაწილე ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ერთგულია და მზად არის, წვლილი შეიტანოს მის გაძლიერებაში.