ანდრეს მამიკინსი - მაქვს იდეა, გაიმართოს კონფერენცია და კონფლიქტის ყველა მხარემ მიიღოს მონაწილეობა
ანდრეს მამიკინსი - მაქვს იდეა, გაიმართოს კონფერენცია და კონფლიქტის ყველა მხარემ მიიღოს მონაწილეობა

ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხზე ანდრეს მამიკინსი ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართულ ფორუმზე – “ევროკავშირი -2017, რუსეთი- 1917: კონფლიქტი დასავლეთსა და რუსეთს შორის” ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის მონაწილეობას ეხმაურება.

როგორც მამიკინსმა პირველ არხს განუცხადა, თუ ფორუმზე ერთი მხარეა წარმოდგენილი, მაშინ მეორე მხარეც უნდა ესწრებოდეს.

“ფორუმზე გამოსასვლელად მხოლოდ 3 წუთი მქონდა. იცით, რომ ვაღიარებ საქართველოა ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მე არ ვარ  ფორუმის ორგანიზატორი. ვფიქრობ, თუ ფორუმზე ერთი მხარეა წარმოდგენილი, მაშინ მეორე მხარეც უნდა ესწრებოდეს. მაქვს იდეა, მივმართო ევროპარლამენტის პრეზიდენტს, გაიმართოს კონფერენცია და კონფლიქტის ყველა მხარემ მიიღოს მონაწილეობა, როგორც მაგალითად ჟენევის მოლაპარაკებებში”, – განუცხადა პირველ არხს ანდრეს მამიკინსმა.