დიმიტრი მედოევი - გვაშფოთებს საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობა
დიმიტრი მედოევი - გვაშფოთებს საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ბრიუსელში, ევროპარლამენტში მიმდინარე ფორუმში  “ევროკავშირი -2017, რუსეთი- 1917: კონფლიქტი დასავლეთსა და რუსეთს შორის” მონაწილეობს.

როგორც მედოევმა პირველი არხის ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, ე.წ. სამხრეთ ოსეთს აშფოთებს საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობა აშფოთებს.

“საქართველოს, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს გადასაწყვეტია, ვისთან იმეგობრებს და ვის აირჩევს პარტნიორად. საქართველოს შეუძლია იყოს ევროკავშირის პარტნიორი. ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს. ალბათ, ასეთია საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა და არჩევანი. არ ჩავრეულვართ და არც ჩავერევით მეზობელი სახელმწიფოს საქმეებში, ეს გაუმართლებელია. ჩვენ ჩვენი პრიორიტეტები გვაქვს და ჩვენი საქმე. ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას და გვსურს შემდგომი განვითარება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის სულ ერთი არ არის და უფრო მეტიც, გვაშფოთებს თქვენი ურთიერთობა, თანამშრომლობა და მეგობრობა ნატოსთან. ეს ჩვენთვის სახიფათოა. შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, საქართველოს მხრიდან სამჯერ გავხდით აგრესიის მსხვერპლი. ხაზგასმით ვამბობ, საქართველოს ყველა ხელისუფლებამ განახორციელეა აგრესია. სამხრეთ ოსეთისთვის საქართველოს ნატო-სთან საქართველოს თანამშრომშრომლობა საფრთხის შემცველია. ჩვენ არაჩვეულებრივად ვიცით, თუ როგორ თანამშრომლობდა სააკაშვილის რეჟიმი ნატო-სთან. ალიანსი წვრთნიდა და აძლიერებდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ეს იარაღი ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ნატო-სთან საქართველოს თანამშრომლობა გვაშფოთებს”, – განუცხადა პირველი არხის ჟურნალისტს დიმიტრი მედოევმა.

მისივე თქმით, ბრიუსელში ევროპარლამენტარების მიწვევით იმყოფება.

“ჩვენი ძველი მეგორები არიან და არასდროს ვავიწყდებით. განვიხილავთ ადამიანის უფლებებს და თვითგამორკვევასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპარლამენტში ბევრი ხმაა, ყველა სხვადასხვანაირად საუბრობს და ფიქრობს. ეს მათი უფლებაა. მთავარია, რომ არსებობს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდელი რესპუბლიკა და ეს არის ის რეალობა, რომელსაც ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს.  მომავალ წელს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლიბის აღიარებიდან 10 წლიან იუბილეს აღვნიშნავთ და უკვე ვიზეიმეთ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 27 წელი. საქართველო შეიძლება არ აღიარებდეს, მაგრამ უფრო ჭკვიანური იქნება, თუ თვალს გაუსწორებთ რეალობას. რუსეთმა აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა და ამ გადაწყვეტილების გაუქმებას არ აპირებს”, – განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბრიუსელში, დიმიტრი მედოევი ევროპარლამენტარ ტატიანა ჟდანოკას მიწვევით იმყოფება.