ანატოლი ბერძენიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებულ პატიმრობას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
ანატოლი ბერძენიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებულ პატიმრობას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ინგა ბოლოთაურის თქმით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

„გვაქვს გასაჩივრების ვადა 48 საათი. დღეს დილის საათებშივე შევიტანთ საჩივარს. ამ ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის დიდი იმედი არ გვაქვს, თუმცა მომავალში ვიმედოვნებთ, რომ აღკვეთის ღონისძიება იქნება შეცვლილი და გამამართლებელი განაჩენი დადგება, რადგან ბერძენიშვილს არ ჩაუდენია ის დანაშაული, რაც მას ბრალად ედება”, – განაცხადა ინგა ბოლოთაურმა პირველ არხთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულ ანატოლი ბერძენიშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის მტკიცებით, ანატოლი ბერძენიშვილი 2017 წლის ოქტომბერში საქართველოში გადმოსვლაში დაეხმარა თბილისში ორი თვის წინ ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ ახმედ ჩატაევს და მის დაჯგუფებას.

 

ავტორი: ზაალ ჩხეიძე