„ისლამური სახელმწიფოს“ დახმარების ბრალდებით დაკავებულის მეუღლე აცხადებს, რომ ანატოლი ბერძენიშვილი ახმედ ჩატაევს იცნობდა
„ისლამური სახელმწიფოს“ დახმარების ბრალდებით დაკავებულის მეუღლე აცხადებს, რომ ანატოლი ბერძენიშვილი ახმედ ჩატაევს იცნობდა

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსი ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის მეუღლე ადასტურებს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დახმარების ბრალდებით დაკავებული ბერძენიშვილი ახმედ ჩატაევს იცნობდა.

„ჩემი ქმარი დამნაშავე არ არის, მართალია ის ახმედ ჩატევს იცნობდა, თუმცა მხოლოდ საქმიდან გამომდინარე“,- აცხადებს ვიქტორია ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, ახმედ ჩატაევი მისმა მეუღლემ 2012 წელს გაიცნო, თუმცა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა მასთან, უკვე წლებია კი კონტაქტი არ ჰქონია, მათ შორის არც სატელეფონო.

“ჩემი ქმარი ეკლესიებს აშენებდა და თურქეთშიც ამიტომ დადიოდა, შემოჰქონდა საშენი მასალები. მას ახმედ ჩატაევთან წლებია რაც კავშირი არ აქვს, მათ არც სატელეფონო საუბრები და მიმოწერა ჰქონიათ. გამოძიებას სურს, ხელი შეაწმინდოს უბრალო ადამიანებს, ვინ არის ჩემი ქმარი, რომ დახმარებოდა ასეთ ადამიანებს საზღვრის კვეთაში“, – განაცხადა ვიქტორია ბერძენიშვილმა.

პროკურატურა ანატოლი ბერძენიშვილს ტერორისტული ორგანიზაციის დახმარებას ედავება.

გამოძიების ინფორმაციით, მან საქმის რამდენიმე ბრალდებულთან ერთად თურქეთის ქალაქ ხოფადან ახმედ ჩატაევი თანამოაზრეებთან ერთად საქართველოში გადმოიყვანა.