Anadolu - სტამბოლის აეროპორტში ტერორისტული თავდასხმის სულისჩამდგმელი საქართველოში მოკლეს
სტამბოლის აეროპორტში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის სულისჩამდგმელი საქართველოში მოკლეს, -ასეთი სათაურით აქვეყნებს მასალა თურქული სახელმწიფო სააგენტო Anadolu.
როგორც სააგენტო იტყობინება, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ თბილისში 22 ნოემბერს ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს მოკლულ სამ ეჭვმიტანილს შორის აჰმედ ჩატაევი იყო.
Anadolu-ს თანახმად, თურქეთის ხელისუფლებამ წარმოშობით ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქე, 37 წლის ჩატაევი 2016 წლის 28 ივნისს აეროპორტზე „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული თავდასხმის ორგანიზატორად დაასახელა. ასაფეთქებელი მოწყობილობებითა და ცეცხსლასროლი იარაღით მოწყობილ თავდასხმას მაშინ 46 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.