Amnesty International რუსეთს უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს
Amnesty International რუსეთს უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International რუსეთს უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს.

უფლებადამცველი ორგანიზაციის გენერალური მდივნის, აგნეს კალამარდის განცხადებით, ისინი გამოაქვეყნებენ სიღრმისეულ ანგარიშს აზოვის ზღვასთან მდებარე ქალაქზე განხორციელებული თავდასხმებისა და მიყენებული ზიანის თაობაზე.

„მარიუპოლის ალყა, მოსახლეობის ჰუმანიტარული ევაკუაციის უარყოფა და ლეტალური იარაღის მშვიდობიანი ადამიანებისკენ მიმართვა Amnesty International-სთვის ომის დანაშაულს წარმოადგენს. ეს არის უკრაინის რეალობა ახლა“, – განაცხადა კალამარდმა.

როგორც გამოცემა Washington post წერს, კალამარდმა აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრა არის არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევა, არამედ არის აგრესია და გაერო-ს წესდების დარღვევა, როგორიც იყო აშშ-ის ერაყში შეჭრა.