ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა
რაჭის ქალაქ ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის რამაზ ჭითანავას თქმით, საქართველოში უკვე მესამე დღეა, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერი ვრცელდება, რამაც უკვე გამოიწვია ნალექი, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.
თბილისში სინოპტიკოსები ქარის გაძლიერებას 17:00 საათიდან ვარაუდობენ.