ამბროლაურის ბიბლიოთეკაში ქართული ძეგლების დოკუმენტალისტის, გოგი გიორგობიანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
ამბროლაურის ბიბლიოთეკაში ქართული ძეგლების დოკუმენტალისტის, გოგი გიორგობიანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ამბროლაურის გურამ ფანჯიკიძის სახელობის რაიონულ ბიბლიოთეკაში ქართული ძეგლების დოკუმენტალისტის, გოგი გიორგობიანის  წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნში წარმოდგენილია მისი შემოქმედების მეოთხედი, ფოტომასალის ნაწილი სიძველის გამო მცირედით დაზიანებულია, თუმცა ყველა მათგანს უკვე ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

გოგი გიორგობიანს გადაღებული აქვს ორიათასამდე ისტორიული ექსპონატი, ხუთასზე მეტი არქიტექტურული და კულტურული ძეგლი, ასობით არქეოლოგიური ექსპედიცია. ბევრისთვის უცნობია, რომ დმანისში აღმოჩენილი 1 800 000 წლის წინანდელი ქალის ქვედა ყბის პირველი ფოტოკადრებისა და ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ბერი გაბრიელის დაკრძალვის (ერთადერთი) კადრების ავტორი გოგი გიორგობიანია.

მსგავსი ჩამონათვალი კიდევ ბევრია მის ბიოგრაფიაში. ყველას, ვისაც წარსულში მოგზაურობა უყვარს, შესაძლებლობა ექნება, ამ ყველაფერს გაეცნოს წიგნში – „გოგი გიორგობიანი-ქართული ძეგლების დოკუმენტალისტი“.

წიგნის პრეზენტაციას, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე პირველ მოადგილე ქრისტინე კობახიძესთან, მოადგილე ლაშა ჭიჭინაძესთან და ამბროლაურის მერ ზვიად მხეიძესთან ერთად დაესწრო.