საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 11:44 საათზე დაფიქსირდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ამბროლაურიდან დასავლეთით 15 კილომეტრში, სოფელ ბაჯში იყო.

მიწისძვრის სიძლიერემ 4,3 მაგნიტუდა შეადგინა.