ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა
ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა

რაჭის ქალაქ ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

​ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ​შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის რამაზ ჭითანავას თქმით, საქართველოში უკვე მესამე დღეა, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერი ვრცელდება, რამაც უკვე გამოიწვია ნალექი, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.

თბილისში სინოპტიკოსები ქარის გაძლიერებას 17:00 საათიდან ვარაუდობენ.