საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ამბროლაურის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ამბროლაურის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

„გემო – ფესტი 2022“-თან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დამატებით ორ რეისს ნიშნავს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 25 აგვისტოს ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით დამატებითი რეისი 16:00 შესრულდება, 28 აგვისტოს რეგულარულის გარდა, დამატებითი რეისი ამბროლაურიდან ნატახტრის მიმართულებით 14:10 შესრულდება.

„გემო – ფესტი 2022“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით 26-27 აგვისტოს ამბროლაურის ცენტრალურ პარკში იმართება. „გემო ფესტის“ მიზანია ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრონომიული მიმართულებით ახალი ტურისტული სერვისების განვითარება. გემრიელი ჭამა-სმის ფესტივალი წელს ამბროლაურში პირველად გაიმართება. 2022 წლის შემდეგ კი ყოველწლიური ფესტივალის სახეს მიიღებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.