სირიაში ამბოხებულთა დაჯგუფება „ჯეიშ ალ-ისლამი”, იგივე „ისლამის არმია“ აღმოსავლეთ ღუტას ტოვებს.
„ჯეიშ ალ-ისლამის” ტერორისტები და მათი ოჯახები ქალაქ დოუმას ავტობუსებით ტოვებენ და ჯარაბლუსში მიემართებიან“- ნათქვამია სირიის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქალაქი დოუმა ამბოხებულების მიერ კონტროლირებული ბოლო ერთეული იყო აღმოსავლეთ ღუტაში. „ჯეიშ ალ-ისლამის“ მებრძოლების მიერ ქალაქის დატოვების შეთანხმების შესახებ რუსეთის წარმომადგენლებმა პირველ აპრილს განაცხადეს.
სირიის ხელისუფლება აღმოსავლეთ ღუტას ტერიტორიის 95%-ს აკონტროლებს, რაც ასადის ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი გარდამტეხი ფაქტორია. აღმოსავლეთ ღუტას გათავისუფლების ოპერაცია სირიის ხელისუფლებამ რუსეთის ავიაციის დახმარებით 18 თებერვალს დაიწყო.