სირიელი ამბოხებულების განცხადებით, რუსეთმა სირიაში სახმელეთო ჯარები გაგზავნა
სირიელი ამბოხებულების განცხადებით, რუსეთმა სირიაში სახმელეთო ჯარები გაგზავნა

სირიელი ამბოხებულების განცხადებით, რუსეთმა სირიაში სახმელეთო ჯარები გაგზავნა.

ამბოხებულები ამტკიცებენ, რომ რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები ფრონტის ხაზის უკან არიან განლაგებული, ხელმძღვანელობენ ოპერაციებს, იყენებენ სნაიპერებს და ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებს ისვრიან.

„ევრონიუსი“ წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთმა აპრილის ბოლოს დაწყებული მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში, ბრძოლის ველზე სახმელეთო ჯარები გაგზავნა.

სირიის არმია, მოკავშირეებთან ერთად, ამბოხებულების მიერ კონტროლირებულ იდლიბის და ჰამას პროვინციებში ატარებს ოპერაციას. გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცები სირიის არმიას ჰამას პროვინციაში ჰუმაიმატის მაღლობების დაბრუნებაში დაეხმარნენ.

დატოვე კომენტარი