სირიაში მომწამვლელი ნივთიერის გაშვების გამო 150-მდე ადამიანი დაიღუპა
სირიაში მომწამვლელი ნივთიერის გაშვების გამო 150-მდე ადამიანი დაიღუპა

სირიაში გაზით თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 150 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ადგილობრივ ექიმებსა და მაშველებზე დაყრდნობით იუწყება. მომწამვლელი ნივთიერება ქალაქ დუმაში გამაგრებული მეამბოხეების წინააღმდეგ გამოიყენეს.

აღმოსავლეთ ღუტას პროვინციაში მყოფმა მოხალისეებმა მომხდარის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნეს. მათი თქმით, მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება.

სირიის ხელისუფლება ქიმიურ იარაღის გამოყენებას უარყოფს და მომხდარს „ფაბრიკაციას“ უწოდებს. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებენ. ვაშინგტონში განაცხადეს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთსაც ეკისრება, რომელიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადი მოკავშირეა და მეამბოხეების წინააღმდეგ იბრძვის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქ დუმაში ქიმიური ნივთიერება ვერტმფრენიდან ჩამოაგდეს. დაშავებულთა რიცხვი 1000 აღწევს.

დუმა ერთ-ერთი ბოლო ქალაქია, რომელსაც აღმოსავლეთ ღუტას პროვინციაში მეამბოხეები აკონტროლებენ.