იორდანიის მთავრობის წევრი - სირიის სამხრეთში სამთავრობო ძალებმა და ამბოხებულებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს
იორდანიის მთავრობის წევრი - სირიის სამხრეთში სამთავრობო ძალებმა და ამბოხებულებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს

სირიის სამხრეთში სამთავრობო ძალებმა და ამბოხებულებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, – ინფორმაციას ამის შესახებ იორდანიის მთავრობის წარმომადგენელი ავრცელებს. საბრძოლო მოქმედებების გამო, რეგიონში ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხე იყო შექმნილი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სირიის სამხრეთით ვითარება კვლავ რთულია, რადგან სირიის სამთავრობო არმია და რუსეთის ავიაცია ტერიტორიას ისევ ბომბავენ.

დერაას პროვინციაში სირიის არმიის წარმატებულ სამხედრო ოპერაციაზე ინფორმაციას ავრცელებს ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლაც“.