მეამბოხეების ნაწილმა აღმოსავლეთ ღუტა დატოვა 
მეამბოხეების ნაწილმა აღმოსავლეთ ღუტა დატოვა 

აღმოსავლეთ ღუტას ქალაქი ჰარასტა 80-მა მეამბოხემ ოჯახის წევრებთან ერთად დატოვა. მათ 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქეც გაჰყვა.

მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი ანკლავი ორთვიანი ბრძოლის შემდეგ სირიის სამთავრობო ძალამ ალყაში მოაქცია. აღმოსავლეთ ღუტას ტერიტორიის ნახევარზე მეტს სირიის მთავრობა აკონტროლებს.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 30-დღიან ზავს, რომელიც გაერომ სამი კვირის წინ მიიღო, ასადის მთავრობა არ დაემორჩილა. ჰუმანიტარული კრიზისი აღმოსავლეთ ღუტაში გამწვავდა, რის შემდეგაც ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით მოსახლეობის ნაწილი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარ მთვარეს საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლებმა გამოიყვანეს.

ალყაში მოქცეულ ღუტაში მშვიდობიანი მოქალაქეები მაინც რჩებიან. საბრძოლო მოქმედებებს ბოლო ორ თვეში 1500 ადამიანი ემსხვერპლა.