იემენის სამთავრობო ძალებმა ამბოხებულთა მიერ კონტროლირებული ქალაქის პორტზე იერიში დაიწყო
იემენის სამთავრობო ძალებმა ამბოხებულთა მიერ კონტროლირებული ქალაქის პორტზე  იერიში დაიწყო

იემენის სამთავრობო ძალებმა ამბოხებულთა მიერ კონტროლირებულ ქალაქ ჰოდეიდას პორტზე იერიში დაიწყო.

სახელისუფლებო საჯარისო ნაწილების სახმელეთო ოპერაციას დახმარებას საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიცია, საჰაერო და საზღვაო ძალებით უწევს.

საუდის არაბეთში აცხადებენ, რომ შიიტი ჰუსიტები ჰოდეიდას პორტს ირანული იარაღის კონტრაბანდისთვის იყენებენ.

ქალაქში 600 ათასი ადამიანი ცხოვრობს. დაბომბვა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამთავრობო ძალებმა ამბოხებულებს პორტის დატოვება მოსთხოვეს და ბოლო ვადა დაუწესეს. ამბოხებული შიიტი ჰუსიტების მიერ კონტროლირებული პორტი, ომისგან განადგურებული ქვეყნის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად მთავარი ადგილია.

კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქვეყანაში 8 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა.