ალიასკაზე, მცირე ზომის თვითმფრინავების შეჯახებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ალიასკაზე ორი მცირე ზომის თვითმფრინავის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია სატრანსპორტო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინციდენტი ალიასკის საჰაერო სივრცეში, ქალაქ ანკორიჯის საიხლოვეს მოხდა, სადაც ერთ-ერთი თვითმფრინავი ავარიულ დაშვებას ახორციელებდა.
შეჯახების შედეგად თვითმფრინავს შასები დაუზიანდა. თუმცა ბორტზე მყოფი არც ერთი ადამიანი არ დაშავებულა. მეორე თვითმფრინავი კი მდინარეში ჩავარდა.
პირი რომელიც კატასტროფას ემსხვერპლა, სწორედ ამ თვითმფრინავში იმყოფებოდა