ალექსანდრე მილორავა, რომელიც აჭარის ტელევიზიასთან აქციას მართავს, ადასტურებს, რომ „ევროპული საქარველოს“ წევრი იყო
„მე მიყვარს ბათუმის“ წევრი ალექსანდრე მილორავა, რომელიც აჭარის ტელევიზიის წინ დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით მერვე დღეა შემშილობს, აცხადებს, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მართლაც მონაწილეობდა „ევროპული საქარველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატად და პარტიისთვის ჰქონდა შეწირული 1000 ლარი, თუმცა აცხადებს, რომ ამჟამად მას რაიმე კავშირი პარტიასთან არ აქვს.
„2017 წლის შემდეგ „ევროპულ საქართველოსთან“ რაიმე ურთიერთობა აღარ მაკავშირებს. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ვიბრძვი ტელევიზიაში ანტიდემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ და ჩემი ქმედების უკან კი არა ტელევიზიის მენეჯმენტის უკან დგას პოლიტიკური დაკვეთა. მე საუბარი მქონდა ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრ თამარ წილოსანთან, რომელიც მზად არის საბჭოს მეორე წევრ გია ქარცივაძესთან ერთად დააყენოს გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის საკითხი. ამ საკითხის დაყენების შემდეგაც არ შევწყვეტ შიმშილობას, რადგან საბოლოო მიზანია ტელევიზიის დირექტორის გადაყენება“, – განაცხადა ალექსნადრე მილორავამ.