ალექსანდრე ძნელაძე - აპრილში იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა დაახლოებით სამჯერ შემცირდა, მაისი კი, ძალიან აქტიურია
ალექსანდრე ძნელაძე - აპრილში იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა დაახლოებით სამჯერ შემცირდა, მაისი კი, ძალიან აქტიურია

მიმდინარე წლის აპრილში იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა 2,5-3-ჯერ იყო შემცირებული, – ამის შესახებ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა.

თუმცა მისი თქმით, აღნიშნული ციფრი პირობითია და შემცირება შესაძლოა, უფრო მეტიც იყოს.

გაცემების მიხედვით ვერ ვიმსჯელებთ, რადგან როდესაც ასეთი კრიზისია, სესხის გაცემის დროს მოთხოვნები მნიშვნელოვნად იზრდება და უარის რაოდენობაც შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვნად იყოს გაზრდილი. 15 აპრილიდან ძალაში შევიდა შემსუბუქება სამომხმარებლო სესხებზე, რომელიც პრინციპში, ჯერ არც ამოქმედებულა, რადგან კომერციულ ბანკებს უფრო მკაცრი მოთხოვნები აქვს სესხის გაცემის მიმართულებით, ვიდრე დღეის მდგომარეობით გვაქვს გამარტივებული რეგულაციები“,  – განაცხადა ძნელაძემ.

მისი თქმით, მაისი ამ მხრივ ძალიან აქტიურია.

„მაისის თვე ძალიან აქტიურია. ერთი კვირა დარჩა და ალბათ, 15 დღეში მაისის თვის მაჩვენებელი უკვე გვეცოდინება. პირველი ივნისიდან სრულად ამოქმედდება ყველა ბიზნესსტრუქტურა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პირველი ეტაპი საქართველომ წარმატებით და მოკლე ვადაში გადალახა. ეს ძალიან იმედის მომცემია. საბანკო სექტორი ივნისის თვეს ძალიან იმედიანად უყურებს“, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.