მიხეილ ხიდურელი - იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა დაწყებულია
მიხეილ ხიდურელი - იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა დაწყებულია

იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა დაწყებულია, – ამის შესახებ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამის მიმართ ძალიან დიდი აქტივობაა კერძო სექტორის მხრიდან.

„ძალიან მალე ჩვენ უკვე საშუალება გვექნება, რომ ბანკებთან ერთად სტატისტიკა ვაწარმოოთ. აპლიკაციების მიღება დაწყებულია, უკვე მუშავდება და  პირველი ნაკადის სტატისტიკას აუცილებლად მალე მოგაწვდით“, – განაცხადა ხიდურელმა.

რაც შეეხება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმს, მისი თქმით, ამ მიმართულებითაც ძალიან დიდი აქტივობაა.

„რა თქმა უნდა, უფრო მეტი წილი რესტრუქტურირებულ სესხებზე მოდის, თუმცა ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ერთ კვირაში უკვე პირველი, რამდენიმე შემთხვევა გვექნება ახალი ბიზნესების, სადაც სახელმწიფო გარანტიაში შედის“, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

წლის ბოლომდე დადებულ კონტრაქტებზე, ხუთი წლის განმავლობაში მთავრობა იპოთეკური სესხის ოთხ პროცენტს დაასუბსიდირებს.

რაც შეეხება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმს, პროგრამის ფარგლებში მეწარმეებს, რომლებსაც სესხის მისაღებად საკმარისი საგარანტიო უზრუნველყოფა არ გააჩნიათ, შესაძლებლობა ეძლევათ, სესხი სახელმწიფოს თავდებობით აიღონ.