ალექსანდრე ძნელაძე - სუბსიდირების წინა პროგრამამ ახალი ბინების შეძენისას მნიშვნელოვანი მოტივაცია გააჩინა, იპოთეკური სესხების სუბსიდირება დღეისთვის მეორადი ბაზრისთვისაც იქნება განკუთვნილი
ალექსანდრე ძნელაძე - სუბსიდირების წინა პროგრამამ ახალი ბინების შეძენისას მნიშვნელოვანი მოტივაცია გააჩინა, იპოთეკური სესხების სუბსიდირება დღეისთვის მეორადი ბაზრისთვისაც იქნება განკუთვნილი

სუბსიდირების წინა პროგრამამ ახალი ბინების შეძენისას მნიშვნელოვანი მოტივაცია გააჩინა, იპოთეკური სესხების სუბსიდირება დღეისთვის მეორადი ბაზრისთვისაც იქნება განკუთვნილი, – აცხადებს „ბანკების ასოციაციის“ პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე.

„რაც შეეხება უძრავი ქონების, ანუ იპოთეკური სესხების სუბსიდირებას, დღეის მდგომარეობით, შეფასება უფრო გამიჭირდება, რა რაოდენობაზე იქნება საუბარი, რადგან მაინც სეგმენტირებულია დღეის მდგომარეობით აღნიშნული პროექტი. მნიშვნელოვანი იქნება, შევაფასოთ, რა მოთხოვნა იქნება კონკრეტულად ამ მიმართულებით და ჩაანაცვლებს თუ არა იმ პორტფელის ნაწილს, რა პორტფელიც დღეს არის. სუბსიდირების წინა პროგრამამ ახალი ბინების შეძენისას მნიშვნელოვანი მოტივაცია გააჩინა, დღესაც უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით იპოთეკური სესხების სუბსიდირება დღეისთვის მეორადი ბაზრისთვისაც იქნება განკუთვნილი“, – აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.