ალექსანდრე ძნელაძე - აგვისტოში იპოთეკური სესხების მცირე ზრდა შესაძლოა, სეზონურობითაც იყო გამოწვეული
პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპის ფარგლებში შემოღებულ რეგულაციებთან დაკავშირებით წლის ბოლომდე საბანკო სექტორისთვის რამე კატასტროფულ შედეგებს არ ვდებთ, – ამის შესახებ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რეგულაციების შემოღების შემდეგ საბანკო სექტორმა გარკვეული დაანგარიშებება და გადაფასება მოახდინა და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირდა.
რაც შეეხება იპოთეკურ სესხებს, როგორც ძნელაძემ აღნიშნა, იპოთეკურ პორტფელთან მიმართებაში გარკვეული შემსუბუქება უკვე ძალაშია.
„ივლისში საკმაოდ კარგი მაჩვენებლები იყო, მაგრამ აგვისტოს თვეში, შეიძლება სეზონურობის გამოც, მცირე ზრდა იყო იპოთეკურ სესხებში. სამომხმარებლო სესხებთან მიმართებაში არ გვაქვს მოლოდინი, რომ შეიცვლება მიდგომები, იქ თავიდანვე მნიშვნელოვნად იყო მოთხოვნები გაწერილი და საჭირო იყო სტრუქტურული ცვლილება. რეალურად, რეგულაციის უკანასკნელ ვერსიაში დევს მოდელების არსებობის შესაძლებლობა, უბრალოდ ძალიან მცირე წილით არის ამუშავებული აღნიშნული მოდელები. მაგალითად, როგორც იცით კონკრეტული პროდუქტები იყო შემოთავაზებული, რომელიც დღეს ფართომასშტაბიანად არ ამუშავებულა, მაგალითად, ტაქსის მძღოლებისთვის იყო შეთავაზებები და სხვა მიკრო პროდუქტები. აქედან გამომდინარე, დღეს რთულია, ვისაუბროთ რაღაც ბიუროკრატიასთან გვაქვს საქმე თუ მთლიანად შეცვლაა საჭირო“, – აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.
საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით დღეს დისკუსია გაიმართა.