ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა მანდატის ამოწურვისთანავე თანამდებობას დატოვებს
ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა მანდატის ამოწურვისთანავე თანამდებობას დატოვებს

ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა მანდატის ამოწურვისთანავე თანამდებობას დატოვებს. ინფორმაციას ალჟირის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

ბუტეფლიკას პრეზიდენტობის მეოთხე ვადა 28 აპრილს ეწურება.

სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, აბდელაზიზ ბუტეფლიკა წასვლამდე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას გეგმავს, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილურობას უზრუნველყოფს.

თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება 82 წლის ბუტეფლიკამ საპროტესტო გამოსვლების ფონზე მიიღო. 30 მარტს ათასობით აქტივისტი კვლავ გამოვიდა ალჟირის დედაქალაქისა და სხვა ქალაქების ქუჩებში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.

აბდელაზიზ ბუტეფლიკა პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრას მეხუთე ვადით გეგმავდა, თუმცა მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად მან 11 მარტს განაცხადა, რომ თავის კანდიდატურას აღარ დააყენებს.

ამასთან, აბდელაზიზ ბუტეფლიკამ 18 აპრილს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები გაურკვეველი ვადით გადადო.