ალჟირის პარლამენტმა პრეზიდენტობის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი დაასახელა
ალჟირის პარლამენტმა პრეზიდენტობის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი დაასახელა

ალჟირის პარლამენტმა პრეზიდენტობის მოვალეობის დროებით შემსრულებლად უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი აბდელკადერ ბენსალაჰი დაასახელა. ბენსალაჰი პრეზიდენტის მოვალეობას 90 დღის განმავლობაში შეასრულებს.

ალჟირის კონსტიტუციის მიხედვით, 90 დღის შემდეგ ქვეყანაში არჩევნები უნდა ჩატარდეს.

აბდელაზიზ ბუტეფლიკმა 20-წლიანი მმართველობის შემდეგ, ალჟირის პრეზიდენტის პოსტი 3 აპრილს დატოვა. პრეზიდენტის გადადგომის წინ, ალჟირში რამდენიმე კვირა მასობრივი საპროტესტო აქციები იმართებოდა.

ბუტეფლიკამ 2013 წელს ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც ტელევიზიით იშვიათად ჩნდებოდა.