აკაკი ბობოხიძე - შალვა თადუმაძის დიპლომი თუ ყალბია, პასუხი უნდა აგოს მისმა გამცემმაც და ამღებმაც
ოპოზიციონერი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის გაცხადებით, თუ გენერალური პროკურორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის დიპლომი ყალბია, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და პასუხი უნდა აგოს დიპლომის გამცემმაც და ამღებმაც.
ბობოხიძე ვარაუდობს, რომ დიპლომის თაობაზე გამოძიება ფორმალურად დაიწყება, რადგან ამის ვალდებულება არსებობს.
„ქართული ოცნება” ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს, ჩვენი პრეტენზია იმას ეხება, რომ შალვა თადუმაძემ არაპრესტიჟული უნივერსიტეტი დაამთავრა და მის გასამართლებლად სხვა ფიგურებს ასახელებენ, რომლებმაც იგივე უნივერსიტეტი დაამთავრეს. თადუმაძესთან მიმართებაში არაფერ შუაშია უმაღლესი სასწავლებლის პრესტიჟი. მას ვედავებით არა იმას, რა სახის უნივერსიტეტი დაამთავრა, არამედ იმას, საერთოდ დაამთავრა თუ არა და მისი დიპლომი არის თუ არა ყალბი. თუ დიპლომი ყალბია, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და პასუხი უნდა აგოს დიპლომის გამცემმაც და ამღებმაც”, – განაცხადა დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ.